8:16 PM შყაზბეგელი მფრინავი / De vliegenierster van Kazbek [2010/DVDRip/Original+Subtitles] | |
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ყაზბეგელი მფრინავი ორიგინალი დასახელება: De vliegenierster van Kazbek ჟანრი: დრამა, საომარი წელი: 2010 რეჟისორი: ინეკე სმიტსი როლებში: მადელიფ ბლანკენი, კახა კინწურაშვილი, ლაშა ბაქრაძე, დათო როინიშვილი, ზურა ჟღენტი, ანამარია მარინკა, სილვია პორტა, სალი ჰარმსენი, პიტერ ლოჰმეიერი, ჯეკ ვოუტერსი, დიკ ვან დენ ტორნი, არტურ ჯაპინი, რიკ პაულ ვან მულიგენი... ფილმის შესახებ: მარი ახალგაზრდა გოგოა და კუნძულ ტექსელზე ცხოვრობს. ის ოცნებობს მთებზე და აგროვებს კიდეც მათ ფოტოებს. მას სურს რომ ამ ცხოვრებაში რაღაც გააკეთოს, მაგრამ, როგორც ომიანობის დროს დიდ ღარიბ ოჯახში მყოფ ერთადერთ გოგონას, მას სხვა არჩევანი არ გააჩნია: ის უნდა დაქორწინდეს პაულზე. ძლიერ რელიგიური და თვისებური მოსაზრებების მქონე კუნძულის მოსახლეობაც ფიქრობს, რომ ის ასე უნდა მოიქცეს. ქართველი ჯარისკაცების გამოჩენას ერთგვარი ფერები, სიხალისე და სიყვარული მოაქვს მარის ცხოვრებაში ამ უფერულ ჩრდილოეთის კუნძულზე. მათი მუსიკითა და ფილმით, მაგრამ განსაკუთრებით კი მათი გამჭრიახი და უჩვეულო გადარჩენის სტრატეგიებითა და ცხოვრების რადიკალურად განსხვავებული ხედვით, ეს უცხოელთა ჯგუფი ეხმარება მარის, რომ თავისი თავი იპოვოს. ის ცხოვრებაში პირველადაა შეყვარებული. სამწუხაროდ, მის სიყვარულს ყაზბეგელი ჯარისკაცის - გოგას მიმართ და მის მეგობრობას სხვა ჯარისკაცებთან, საკუთარი ოჯახი და კუნძულის სხვა მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. ერთადერთი ფილმი, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს გააჩნიათ და ხშირად უყურებენ - საბჭოური მიუზიკლი "ყაზბეგელი მფრინავია". სწორედ ამ ფილმის მთავარი გმირით შთაგონებული მარი თავის ბედს თავად ირჩევს. როდესაც ქართველები გერმანელების წინააღმდეგ აჯანყებას წამოიწყებენ, მარი ქართველთა მხარეს დაიჭერს. ის პოულობს მოულოდნელ შინაგან ძალას ამ სასტიკი პერიოდის დროს. უამრავი ქართველი იღუპება და გოგა ომის ტყვედ იქცევა... IMDB rating: 6.9/10 (21 votes) მოკლე ინფორმაცია: გამოშვება: Isabella Films (Netherlands, Belgium) ხანგრძლივობა: 01:39:27 ენა: ქართული, ჰოლანდიური, გერმანული (ორიგინალი) + ინგლისური სუბტიტრები ფაილი: ფორმატი: AVI ხარისხი: DVDRip ზომა: 1.36 GB მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |